საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად გიორგი ფერაძე დაინიშნა. ინფორმაცია BM.GE-ს სებ-ში დაუდასტურეს. იგი აქამდე საქართველოს კონკურენციის სააგენტოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების ახალი უფროსის ბიოგრაფია:
2002 – 2004 წლებში მან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი დაამთავრა და ეკონომიკის მაგისტრის წოდება მიიღო. იმავე უნივერსიტეტში და იგივე ფაკულტეტზე 1998 – 2002 წლებში აიღო ბაკალავრის ხარისხი.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:
2014 წლიდან - დღემდე იგი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
2014 წლიდან - დღემდე იგი ასევე არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრი;
2014 წელს გიორგი ფერაძე იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს აპარატში, კერძოდ, ეკონომიკური განვითარების სამსახურში მრჩეველად;
2009 –2014 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმებების მთავარი სამმართველოს საგადასახადო შემოწმების სხვადასხვა სამმართველო - მთავარი აუდიტორი;
2008 – 2009 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი - გადაუდებელ საქმეთა სამმართველო - მთავარი ინსპექტორი;
2007 – 2008 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია - სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი - უფროსი ინსპექტორი;
2006 – 2007 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია - სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი - ინსპექტორი;
1999 – 2006 - შ.პ.ს. ,მკ“ - მარკეტინგის მენეჯერი;
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გიორგი ფერაძემ მალხაზ ღუღუნიშვილი შეცვალა.