საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კლინიკების ნაწილმა დატოვება. ზოგიერთმა ეს გადაწყვეტილება DRG დაფინანსების მოდელის ძალაში შესვლის შემდეგ მიიღო, მიზეზი ის განფასებაა, რასაც სახელმწიფო კლინიკებს სამედიცინო მომსახურებაში უხდის.
"რედაქტ2"-თან ინტერვიუში „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბაზარზე შექმნილი სპეციფიკური ვითარების გათვალისწინებით ამ კლინიკებს, სახელმწიფო პროგრამაში დარჩენა აღარ უღირთ.
„აღარ უღირთ უბრალოდ ამაში მონაწილეობა. იცით, რომ სამედიცინო დაწესებულებების დაახლოებით 90% კერძო საკუთრებაა, საწოლფონდის 95% კერძო საკუთრებაშია და სწორედ ამიტომ კომერციული ინტერესი გამოდის წინა პლანზე. თუ არ უღირს ბუნებრივია კლინიკის მესაკუთრეს ამ ტიპის საქმიანობა ცხადია ის მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენი კერძო სექტორი იმდენად არის დამოკიდებული სახელმწიფოდან მისაღებ დაფინანსებაზე, მაინც ჯერჯერობით ცოტა არის ასეთი კლინიკების რიცხვი, ვინ სახელმწიფო პროგრამა დატოვა.
მენეჯმენტის საკითხია, თუ კლინიკას შეუძლია სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარეშე, სხვა ვერტიკალური პროგრამების გარეშე რატომაც არა, მას შეუძლია მაღალი ტარიფები დააწესოს. თუ ბაზარზე კონკურენტუნარიანია ეს კლინიკა, ბუნებრივია პაციენტი ამ კლინიკაში მივა და გადაიხდის დიდ ფასს.
ზოგადად რა თქმა უნდა ხარისხი მიბმულია დაფინანსებაზე, ცხადია უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობების მქონე დაწესებულებას აქვს იმის რესურსი, უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს პაციენტს, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე რადიკალური სხვაობას ხარისხის კუთხით იმ კლინიკებში, რომლებიც გავიდნენ პროგრამიდან და იმ კლინიკებს შორის, რომლებიც დარჩნენ, დიდად ვერ ვატყობ“,- აცხადებს ზაზა სოფრომაძე.