მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ძვირდება მშენებარე უძრავი ქონება? - "დომუს დეველოპმენტი"

6273686866a8b
თათია ჩაფიჩაძე
05.05.22 12:40
5285
უძრავ ქონებაზე ფასები იზრდება. როგორც კომპანია „დომუს დეველოპმენტში“ აცხადებენ, მათ პროექტებში ამ ეტაპზე ფასის ზრდა 10-15%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა გაძვირების მიუხედავად, მოთხოვნა საშუალო და მაღალ სეგმენტში კვლავ მაღალია.

როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი გიორგაძე ამბობს, მასალების ფასები საშუალოდ 20-30%-ის ფარგლებშია გაზრდილი, თუმცა ეს საბოლოო პროდუქტზე  სრულად ჯერ არ ასახულა.

"მიმდინარე ომის შემდეგ, ბაზარზე სიტუაცია შეიცვალა, რადგან უკრაინა არმატურის წარმოების კუთხით დიდი მოთამაშეა. გარდა ამისა, გაძვირდა სხვა სამშენებლო მასალები; ჩვენ კარ-ფანჯრების წამყვანი ევროპული ბრენდის წარმომადგენელი ვართ საქართველოში და ამის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ალუმინი 30%-ით გაძვირდა.

ჩვენი კომპანია მომხმარებელს ბინებს საშუალო და მაღალ სეგმენტში სთავაზობს და უკვე 10-15%-მდე გავაძვირეთ ფასი. ვაკის პარკთან და ფალიაშვილის ქუჩაზე  კვ/მ-ის ფასი 2 200-2 500 დოლარი იყო და 10%-ით გაიზარდა. ასევე პროექტ "დომუსის ხეებში" საშუალოდ 2 300 დოლარია ფასი და მოსალოდნელია, რომ 10%-ით აქაც გაიზარდოს.

მოთხოვნა მაღალია, რადგან არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მიწოდება შემცირდა; ასევე ცენტრალურ უბნებში მიწები ისეთი ხელმისაწვდომი აღარ არის... რთულია მომავალზე პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი ფასები გვექნება.

ფასების რადიკალურ ზრდას არ ველით, რადგან ფასის ჭერი მაინც დაწესებულია ბაზარზე და მომხმარებელი 30%-ით მეტის გადახდას, ვფიქრობ, ვერ შეძლებს", - განაცხადა გიორგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები