მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ეცემა ბიტკოინის ფასი?

კრიპტო ბიტკოინი

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 110 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 8%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 57,500 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1 ტრილიონ 135 მილიარდის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,000 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $367 მილიარდს შეადგენს.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ინვესტორების მოლოდინების გაუარესებასთან. საქმე ისაა, რომ საჯაროდ გამოსვლისას აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა გაუარესებულ ინფლაციურ სტატისტიკაზე და არადამაკმაყოფილებელ ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა, რაც FED-ს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივებისკენ უბიძგებს, ეს კი კრიპტოაქტივებით დაინტერესებული ინვესტორებისთვის არასახარბიელო სიახლეს წარმოადგენს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანომ კრიმინალებისგან ამოღებული 3,000-მდე ბიტკოინი აუქციონზე გამოიტანა გასაყიდად, ამან კი აქტივის ფასის შემცირება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები