მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ეცემა გლობალური საფონდო ბირჟა?

ბირჟა ვარდნა

ამერიკული ინდექსებით დაწყებული, ევროპული თუ აზიური ETF-ებით დამთავრებული, გლობალური საფონდო ბირჟების შეფასება მკვეთრად ეცემა.

პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, S&P 500-ის და Nasdaq-ის შეფასება საშუალოდ 2%-ით არის შემცირებული; ევროპული ინდექსიც ანალოგიურ შედეგს აფიქსირებს; იაპონური Nikkei 225-ის შეფასება 5%-ით დაეცა, ჩინურ ინდექსს 1.5%-იანი კორექცია აქვს; ხოლო კორეული ინდექსის შეფასება 5.5%-ით შემცირდა.

არასახარბიელო შედეგები აქვთ უმსხვილეს კომპანიებსაც, მათ შორის: NVIDIA-ს აქციები 4%-ით დეცა; Microsoft-ს 5%-იანი კორექცია აქვს; Meta 17%-ით შემცირდა; ხოლო Broadcom-ის კაპიტალიზაცია 8%-ით არის შემცირებული.

გლობალური საფონდო ბირჟის დაღმასვლა ანალიტიკოსების მიერ სამომავლო პროგნოზების გაუარესებას, კომპანიების ზრდის მოლოდინების შემცირებას და AI-ბუშტის გარშემო პანიკის შექმნას უკავშირდება.

ინვესტორები და ტრეიდერები შიშობენ, რომ ბოლოდროინდელი აღმასვლა არა რეალური შედეგებით, არამედ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინებით იყო განპირობებული, რაც მკვეთრი კორექციის რისკებს ზრდის.

ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი კომპანია AI-ის მიმართულებით დამატებით ათობით მილიარდის დახარჯვას გეგმავს, მათ შორის Meta, რაც ინვესტორებს არ მოსწონთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები