მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გააჩერა სამხრეთ კორეამ “თავისუფლების ხმის” რადიო?

ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა “თავისუფლების ხმის” რადიო 15-წლიანი უწყვეტი მაუწყებლობის შემდეგ გააჩერა. საუბარია რადიოზე, რომელიც 38-ე პარალელზე გადაიცემოდა და ხმოვანი გამაძლიერებლების საშუალებით ჩრდილოეთ კორეაში მყოფ ჯარისკაცებს მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას სამხრეთ კორეაში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის k-pop მუსიკის განვითარების შესახებ. ასევე გადაიცემოდა ცნობები ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ბოროტმოქმედებებზე.

წლების განმავლობაში, ეს მეთოდი ოფიციალური სეულისთვის ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის იარაღად გამოიყენებოდა. თუმცა ლი ჯე-მიუნგის ადმინისტრაციამ მაუწყებლობის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზანი ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობების დათბობაა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯისთვის ოფიციალურ ფხენიანს არ უპასუხია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები