მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გამყარდა ლარი იანვარში ? - თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის შეფასება

6213742530d64
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.22 09:00
2481
„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის შეფასებით, იანვრის საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების შემოდინებების ბალანსი, იანვარში ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია ნათქვამი.

მიმოხილვაში ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების ლარზე ზეგავლენაა შეფასებული და აღნიშნულია, რომ პანდემიის დაწყებამდეც ვალუტის კურსზე სეზონურობის გავლენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების შემოდინებების ბალანსი, დეკემბრის მსგავსად, იანვარშიც პოზიტიური იყო, თუმცა, ამჯერად მხოლოდ სეზონური შესწორების გარეშე.

როგორ უნდა მოვახდინოთ აღნიშნული ბალანსის ლარზე ზეგავლენის შეფასება, სეზონურობით თუ სეზონურობის გარეშე? პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა აღქმა აქვთ სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ლარის კურსის წლის განმავლობაში სეზონურობასთან დაკავშირებით. საკუთრივ, თუ სეზონური მერყეობის შესახებ ბაზარი კარგად ინფორმირებულია, ლარის კურსის სეზონურობა აღარაა მოსალოდნელი, რადგანაც სავალუტო ბაზრის მონაწილეები წლის განმავლობაში ამ ფაქტორით გამოწვეულ მერყეობას დააბალანსებენ.

მართალია საქართველოში სავალუტო ბაზარი ისეთი ღრმა და განვითარებული არაა, როგორც მაგალითად ევრო/დოლართან დაკავშირებული ოპერაციები, თუმცა, შედარებით გათვითცნობიერებულ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მონაწილეთა რიცხვი მაინც მაღალია. ამდენად, იმ ფონზე, როდესაც წმინდა შემოდინებების საკმაოდ გამოკვეთილი სეზონურობა სამომავლოდაც მოსალოდნელია, არაა აუცილებელი, რომ ლარის კურსიც სეზონური იყოს. მართლაც, მართალია ბოლო წლებში ლარის კურსის სეზონურობას ჰქონდა ადგილი, რაც ერთი მხრივ, ტურისტული შემოდინებების ხვედრითი წილის ზრდითა და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიზეზით ლარის მეტი მერყეობით იყო გამოწვეული, თუმცა, ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს პანდემიის დაწყებამდეც, ლარის კურსის სეზონურობა ისეთი გამოკვეთილი აღარაა. ამდენად, ჩვენი აზრით, ლარის კურსის მხრივ, სეზონურად შესწორებული მაჩვენებლები ასევე გასათვალისწინებელია.

მთლიანობაში, იმ დაშვებით, რომ ლარის სეზონურობა ლარის კურსში სრულად ასახული ჯერ კიდევ არ არის, არარეზიდენტების ლარში ინვესტორებისაგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ იანვრის საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების შემოდინებების ბალანსი იანვარში ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები