მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იყო თანაინვესტირების ფონდის ერთადერთი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი? - ბაჩიაშვილის პასუხი

გიორგი ბაჩიაშვილი

ბიზნესმენი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO გიორგი ბაჩიაშვილი გადაცემა "ანალიტიკასთან" ვრცელ ინტერვიუში მისი როგორც თანაინვესტირების ფონდის მმართველის საქმიანობაზე საუბრობს. ფონდის პრეზენტაცია 2013 წლის სექტემბერში გაიმართა და მას საქართველოში არაერთი მსხვილი პროექტები უნდა განეხორციელებინა, ხოლო მის ინვესტორთა შორის ბიძინა ივანიშვილის გარდა, სხვა ჰოლდინგებიც უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ფონდის ინვესტორი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იყო, რადგანაც სხვებმა ივანიშვილთან როგორც ოდიოზურ პიროვნებასთან, ბიზნეს ურთიერთობისგან თავი შეიკავეს.

"თანაინვესტირების ფონდის ინვესტორი მართლაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იყო, რადგან ოდიოზურ პიროვნებასთან ურთიერთობისგან თავი შეიკავეს იმ ფონდებმა, რომლებთანაც გვქონდა საუბარი, თუმცა სხვადასხვა პროექტში თანაინვესტორები გვყავდა,"- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდი, რომლის ბენეფიციარი მფლობელიც დღეს ეკატერინე ხვედელიძეა, 2013 წელს საქართველოში რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციების შემოტანისთვის დაფუძნდა. მაშინ გაცხადებული იყო, რომ ფონდის თანამონაწილეები უნდა ყოფილიყვნენ - რას ალ-ხაიმა საინვესტიციო ორგანო არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდი, თურქეთის ჩალიკ ჰოლდინგი, ბათუმის სამრეწველო ჰოლდინგი (ყაზტრანსგაზ ნავთობის შვილობილი კომპანიამ) და თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელთაგანაც ფონდის ერთადერთი ინვესტორი სწორედ ივანიშვილი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები