მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზიდავს ლიეტუვა ფინტექ კომპანიებს?

ვილნიუსი

ლიეტუვა თავისი 2,8 მილიონიანი მოსახლეობით, მსოფლიოში ერთ-ერთ ფინტექ ჰაბად სწრაფად ყალიბდება.

ბალტიისპირეთის ამ ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის 2023 ანგარიშის მიხედვით, 2018-დან 2023 წლამდე, ლიეტუვას სტარტაპების საერთო ღირებულება 7,1-ჯერ გაიზარდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, ლიეტუვამ ასევე გასულ წელს, მეორე ადგილი დაიკავა სარისკო კაპიტალის დაფინანსების კუთხით და დაახლოებით 292 მილიონი ევრო მოიზიდა.

„2023 წელს, ლიეტუვის სტარტაპ ეკოსისტემა სტაბილურად ზრდას განაგრძობდა და ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და დინამიკურ სტარტაპ ჰაბად რეგიონში“,- ამის შესახებ Startup Lithuania-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, გინტარე ნარაკიენემ ანგარიშში განაცხადა.

ქვეყანას ასევე რამდენიმე უნიქორნი ჰყავს, როგორიცაა Argyle, CityBee და PVcase. მათ ჩვეულებრივ 200 მილიონი ევროდან 1 მილიარდ ევრომდე შეფასება აქვთ. მხოლოდ დედაქალაქ ვილნიუსში, 2023 წელს 170-ზე მეტი ფინტექ სტარტაპი იყო, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1,8 მილიარდ ევროს შეადგენდა.

ეს ფინტექ კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიებს მოიცავს, როგორიცაა ფინანსური მენეჯმენტი, გადახდები, იპოთეკა და დაკრედიტება, მარეგულირებელი ტექნოლოგია, კრიპტოვალუტა, სიმდიდრის მენეჯმენტი, დაზღვევა, crowdfunding და სხვა.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ლიეტუვა ამდენ ფინტექ კომპანიას იზიდავს, მისი მაღალი ხარისხი, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლების მრავალფეროვანი ასორტიმენტია. ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი თანამშრომელთა კმაყოფილება და კეთილდღეობაა, რამაც ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა განაპირობა. ეს კი სამსახურისა და პირადი ცხოვრების, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ბალანსს უზრუნველყოფს, რაც თანამშრომლების შენარჩუნებასაც იწვევს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ 2024 წლის მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით, ლიეტუვამ 30 წლამდე ასაკის ადამიანებში ბედნიერების დონით, პირველი ადგილი მოიპოვა.

ლიეტუვა ქვეყანაში შექმნილ ფინტექ კომპანიებს - Startup Lithuania-ს, Innovation Agency Lithuania-ს ნაწილს, Invest Lithuania-ს, Go Vilnius-ს და Vilnius Techfusion-ს, რამდენიმე სხვა სააგენტოსთან ერთად, ძლიერ სამთავრობო მხარდაჭერის სისტემას სთავაზობს. ეს მოიცავს სხვადასხვა სტარტაპის დამფუძნებლების დაკავშირებას, პროგრამების აჩქარებასა და სემინარების ჩატარებას, ასევე მხარდაჭერის სქემების შეთავაზებას, კონსულტაციებს და სხვა.

გარდა ამისა, ეს სააგენტოები სტარტაპებს ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდიან, რომლებიც საჭიროა კომპანიის დასაარსებლად ან თუნდაც ვილნიუსში გადასვლისთვის. ეს მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა - როგორ და სად ვიპოვოთ ბინა ან სახლი, სად ვიპოვოთ კარგი სკოლები, საგადასახადო და იურიდიული საკითხები, გადაადგილების სერვისები და მრავალი სხვა.

სააგენტოები, როგორიცაა Vilnius Techfusion, ასევე აკავშირებენ სხვადასხვა მხარეებს ფინტექის, ცხოვრების მეცნიერებების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ლაზერების და თამაშების განვითარების სექტორებში.

2024 წლის საერთაშორისო საგადასახადო კონკურენტუნარიანობის ინდექსი (ITCI) ლიეტუვას საგადასახადო კონკურენტუნარიანობით მეხუთე ადგილზე აყენებს. ასევე, მეოთხე ადგილზეა ევროკავშირში ინტერნეტის საშუალო სიჩქარით, რის გამოც ძალიან მოსახერხებელია დისტანციური მუშაობისთვის.

Go Vilnius-ის თანახმად კი, ვილნიუსი მსოფლიოში მერვე ადგილზეა დისტანციური მუშაობის კუთხით, ხოლო მესამე ადგილზეა გლობალურად ონლაინ უსაფრთხოების თვალსაზრისით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები