მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იზრდება ნავთობის ფასი?

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ თვეში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 4.2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 75 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 71 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 65 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მთავარი აშშ-ის მთავრობის მხრიდან სავაჭრო ომის წამოწყებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის.

ასევე, პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ვენესუელურ ნავთობს შეიძენს, აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის ალტერნატიულ მიმწოდებლებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ბირჟაზე ფასს ზრდის.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები არ არის, თავად ეს რეგიონი კი ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია, რაც იქ OPEC-ის წევრი ქვეყნების კონცენტრაციით არის განპირობებული.

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან მიმართებითაც ინვესტორებს მოლოდინები გაუარესებული აქვთ, რაც, საბოლოო ჯამში, ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები