მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იზრდება ყავის ფასი?

ყავა

გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ერთწლიან პერიოდში ყავა 110%-ით არის გაძვირებული, ბოლო ერთ თვეში მატების მაჩვენებელი კი 14%-ია. საქონლის გაძვირება ყავის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმებით არის განპირობებული.

განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე ბრაზილია იმყოფება, რომელიც მსოფლიოში არსებული ყავის 40%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი. ბოლო დროს, ბუნება ბრაზილიას არ სწყალობს, ხოლო ყავის პლანტაციები ჯერ პაპანაქება სიცხემ მოიცვა, შემდეგ კი - გვალვამ. ასეთი მდგომარეობა, ყავის მსგავსი მგრძნობიარე მცენარისთვის, ფაქტობრივად, განადგურების ტოლფასია.

მართალია, ბოლო პერიოდში, ყავის მიწოდება მცირედით აღდგა, მაგრამ ყავის ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, მიწოდების გაზრდა, ყავის ფასზე მყისიერად არ აისახება, მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში სამომავლო პროგნოზის გაკეთება, რთულია.

ამასთან, ყავის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები მარაგებს წინასწარ ყიდულობენ, რაც მოთხოვნა-მიწოდებს ბალანსზე ნეგატიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები