„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ლარის კურსზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, მათ შორის ექსპორტის მაჩვენებელი და ტურიზმის ზრდა.
„ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს ჩვენს ქვეყანას ექსპორტში. თუ შევადარებთ არამარტო 2020 წელს, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებს, გზავნილები არის გაზრდილი არანაკლებ 25%-ით, რაც არის დამაიმედებელი.
რა თქმა უნდა ტურიზმიდან შემოსავლები არ არის ისეთი, რაც იყო 2019 წელს, მაგრამ იანვრის თვიდან დაწყებული ყოველთვიურად ტურიზმიდან შემოდინებები იზრდება. ეს ყველაფერი დინამიკაში შეიძლება იყოს პოზიტიური და შეიძლება ითქვას, რომ აისახა ლარის კურსზე“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ინფორმაციისთვის, ბოლო 10 დღის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 12 თეთრით გამყარდა.




























