მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ სჭირდება ბიზნესს მუსიკა? - ROZUM-ის შეთავაზებები

63cfe141f1fcd
BM.GE
25.01.23 12:35
1862
საქართველოში ლიცენზირებული მუსიკა და საავტორო უფლებები დღითიდღე მნიშვნელოვანი ხდება. მუსიკის გაჟღერება კომერციულ ფართში მოითხოვს ლიცენზიას. ბერნის კონვენციასა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი ითვალისწინებს საჯარო სივრცეში ლიცენზირებული მუსიკის გაჟღერებას. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მუსიკა ჟღერდეს კანონის ფარგლებში, რადგან არ მოხდეს საავტორო უფლებების უხეში დარღვევა. კანონი გულისხმობს, არალიცენზირებული მუსიკის გამოყენების შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგად, ჯარიმას, რომელიც შეადგენს გადასახდელი ჰონორარის მინიმუმ ათმაგ ოდენობას.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების ცნება ასახავს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომლებიც ეკუთვნის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს (ავტორს) ან მის მემკვიდრეს. თანამედროვე სამყაროში, მუსიკა ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტია ბიზნესისთვის, როგორც სწორი მენეჯმენტი, რადგან ის მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა.

საქართველოში არსებობს კომპანია ROZUM, რომლის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელია ბრიტანული კომპანია „ROZUM Vision“, რომელიც ოპერირებს 4 ქვეყანაში. ის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო აუდიო ბრენდინგის სერვისია საქართველოში - რესტორნებისთვის, ბარებისთვის, მაღაზიებისთვის, სილამაზის სალონებისთვის და სხვა ბიზნეს სივრცეებისთვის.

ROZUM-მა შეძლო, საუკეთესო ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით, მეწარმეებისა და სტარტაპებისთვის შეექმნა ინდივიდუალური შეთავაზებები.

გარდა იმისა, რომ კომპანია ბიზნესს საერთაშორისო შემსრულებლების ლიცენზირებულ მუსიკას სთავაზობს, ის ქართველი შემსრულებლების კონტენტსაც აერთიანებს, რაც ადგილობრივი მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისთვის ნამდვილად აუცილებელია.

რისთვის არის საჭირო ფონური მუსიკა? მუსიკა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც სწორი მენეჯმენტი, რადგან ის მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა.

bm.ge გთავაზობთ ROZUM-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლელა ჯიმუხაძის ინტერვიუს:

- რა გავლენა აქვს მუსიკას ბიზნესზე?

- არაერთი საერთაშორისო კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სწორად შერჩეული მუსიკა ამაღლებს მომხმარებლის ლოიალობას, ზრდის საშუალო ჩეკს, იწვევს დადებით განწყობასა და ემოციებს, უქმნის მსმენელს იმ შეგრძნებებს, რასაც ადამიანი ქვეცნობიერად განიცდის. სტუმრების 90% აღნიშნავს, რომ მოსწონს, როდესაც ობიექტზე მუსიკა ისმის; სტუმრების 84% ყურადღებას აქცევს მუსიკას; სტუმრების 70% იმახსოვრებს ობიექტს და რეკომენდაციას უწევს მას მეგობრებსა და ნაცნობებთან და ა.შ. შესაბამისად, მუსიკა უმთავრესი კომპონენტია სხვადასხვა ობიექტებისათვის.

თითოეულ ობიექტს შესაბამისი სახასიათო მუსიკა სჭირდება. მაგალითად, სავაჭრო ობიექტში შესულ მომხმარებელს ფონურად, ენერგიული სასიამოვნო მუსიკა ესმის, ის ჰყვება რიტმს და ათვალიერებს უფრო მეტ პროდუქტს ვიდრე გეგმავდა. აქედან გამომდინარე ის ობიექტს უფრო მეტი შენაძენით და მასზე სასიამოვნო განწყობით ტოვებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისთვის მოსახერხებელი იყოს ამ ყველაფრის გამოყენება - აუცილებელია, ლიცენზირებული მუსიკის დიდი არჩევანი, მზა ფლეილისტები სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებისთვის, ეთერის სწორი მართვა და მრავალი სხვა.

- რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს ROZUM ობიექტებს?

- ROZUM - ინოვაციური სერვისი, ერთადერთი საშუალებაა საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო სივრცეების ლიცენზირებული მუსიკალური და ვიდეო გაფორმებისთვის. ის ქმნის ანგარიშებს კოლექტიური უფლებების მართვის ასოციაციებისთვის - ანუ აღრიცხავს თითოეულ ჩვენ მიერ გაჟღერებულ მუსიკალურ ნაწარმოებს ობიექტებზე და ზუსტად ითვლის - რა ნაწარმოები, რამდენჯერ და ვის მიერ იყო შესრულებული. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს ანგარიშები ჩაწერილია “ბლოკჩეინის ტექნოლოგიით“, რაც გარანტიას იძლევა ჰონორარების განაწილების გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებაზე - ვერავინ შეძლებს ამ ანგარიშებში მინიმალური ცვლილებების შეტანას, მითუმეტეს გაყალბებას.

ბიზნეს სექტორს შეუძლია, 300-ზე მეტი მზა ფლეილისტი გამოიყენოს, დისტანციურად მართოს მუსიკის ტრანსლაცია ნებისმიერი რაოდენობის ობიექტზე და ისარგებლოს სარეკლამო მოდულით. გარდა ამისა, კომპანიას აქვს წინასწარ შედგენილი ფლეილისტები სხვადასხვა ჟანრში: პოპი, დიფ ჰაუსი, ქართული ფოლკლორი, ჯაზი, ბლუზი და ა.შ., რომელიც ქმნის განწყობას და ერგება ნებისმიერ ბიზნესს თავისი ხასიათებიდან გამომდინარე.

Rozum-ის საშუალებით, კომპანიები ტექნიკური სამსახურის 24-საათიან მომსახურებას მიიღებენ, რაც კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობაა ლიცენზირებულ მუსიკასთან ერთად.

-  რას სთავაზობს ბიზნეს სექტორს?

- კომპანია ROZUM ბიზნეს სექტორს სთავაზობს ლიცენზირებულ მუსიკას. ჩვენს კატალოგში დღესდღეობით არის 9 მილიონზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ლეიბლის და 400-ზე მეტი ქართველ ავტორ-შემსრულებლების მუსიკალური რეპერტუარი. ROZUM-ის პლატფორმაზე გვაქვს 300-მდე მზა ფლეილისტი, რომლებიც ორიენტირებულია სხვადასხვა ბიზნეს სფეროზე, სეზონურობის, დღის პერიოდის და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით. გარდა ლიცენზირებული მუსიკისა, Rozum-ის გუნდი ყოველდღიურად ჩართულია იმ საჭირო საკითხებში, რაც მომხმარებელს აინტერესებს (ფლეილსიტების განახლება, პროგრამული შეფერხება, თანხის ჩარიცხვა, იურიდიული და ბუღალტრული დოკუმენტების წარმოება).

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მუსიკალური რედაქტორის მომსახურება, რომელიც ბიზნეს სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს უქმნის საკუთარ მუსიკალურ კონცეფციას და სთავაზობს მუდმივად განახლებად კატალოგებს. ასევე ტექნიკური სამსახური 24/7-ზე გთავაზობთ APP-ის ან ROZUM BOX-ის ინსტალირებას თქვენს მოწყობილობაზე. გარდა ამისა, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ „გაყიდონ დრო“ - სარეკლამო რგოლები, რომლებიც შეუძლიათ გაწერონ მუსიკალური გაფორმებისგან დამოუკიდებლად. ეს ყველაფერი კი ეხმარება კომპანიებს, მომხმარებლებს მიაწოდონ სწორედ ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ მივიდეს სამიზნე აუდიტორიამდე: იქნება ეს ინფორმაცია პროდუქტებზე, სერვისებსა თუ აქციებზე. ეს არის არავერბალური ზემოქმედება მომხმარებელზე, რომელიც ზრდის გაყიდვებს.

-  რამდენად ზრდადია ობიექტების რიცხვი?

- შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი ობიექტების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. შეინიშნება ტენდენცია, რომ ლიცენზირებულ მუსიკას სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.

- რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი სერვისის მომხმარებლების რაოდენობა და შევავსოთ ჩვენი მუსიკალური ბიბლიოთეკა ქართველი და უცხოელი ავტორების ახალი შემოქმედებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ავამაღლოთ მომხმარებლებში ცნობიერება ლიცენზირებული მუსიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან ეს პირდაპირ აისახება ანაზღაურების ოდენობაზე, რომელსაც ქართველი ავტორები იღებენ.

Rozum ბიზნესს, როგორც საერთაშორისო შემსრულებლების ლიცენზირებულ მუსიკას სთავაზობს, ასევე ქართველ ავტორ-შემსრულებლების კონტენტსაც აერთიანებს, რაც ადგილობრივი მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები