“ბევრი სხვა და სხვა თემა ხდება საბანკო ინდუსტრიის გარშემო, არის პოლიტიკური თემები, არა მხოლოდ პოლიტიკური და ა.შ ამიტომ ცოტა რთულია აქედან დასკვნის გაკეთება,“- ასე პასუხობს ბანკების მიმართ შემცირებული ნდობის მიზეზებზე BMG -ის კითხვას საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
„ერთი რამ ცალსახად შეიძლება ითქვას, თვენახევრის წინ გაკეთდა კვლევა, სადაც კარგად წარმოჩნდა საქართველოს ბანკის მიმართ ნდობის და “top of mind”-ის კუთხით აშკარაა ლიდერობა, რაც მე ძალიან მახარებს. მეორეს მხრივ, ბევრი უნდა გავაკეთოთ CSR-ის, CSR-ის კომუნიკაციის კუთხით, რომ ადამიანებმა დაინახონ ის სიკეთეები, რომელიც მოწინავე ლიდერ კომპანიას შეუძლია მოუტანოს. “- ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
CRRC საქართველოს "კავკასიის ბარომეტრის" 2019 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, 10 წლის განმავლობაში საქართველოში კომერციული ბანკების მიმართ ნდობა საგრძნობლად არის შემცირებული. თუ 2010 წელს მოსახლეობის 49% ამბობდა, რომ ბანკებს ენდობოდა (მათ შორის 36% ნაწილობრივ; 13% კი სრულად), 2019 წლის ანგარიშით მხოლოდ 25% ამბობს, რომ ბანკებს ენდობა (აქედან 21 ნაწილობრივ; 4% კი სრულად).
კვლევის ფარგლებში საქართველოს 2,317 მაცხოვრებელი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების შესახებ გამოიკითხნენ.