მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უმცირებს აშშ საქართველოს დახმარებას? - პრემიერის პასუხი

პრემიერი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებული საგარეო დახმარება 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც 8 მილიონი დოლარით ნაკლებია 2024 წლის დახმარებასთან შედარებით. პროექტი კონგრესს განსახილველად გუშინ გაეგზავნა.

"არასამთავრობოებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს" - ასე ახსნა პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით დახმარების 8 მლნ აშშ დოლარით შემცირება.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-დან დახმარების დიდი ნაწილი სწორედ ამ სექტორზე მოემართება და ივარაუდა, რომ შემცირებაც სწორედ NGO-სექტორზე მოდის.

"მე, ვერ გეტყვით[რატომ შემცირდა დაფინანსება]. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის მთავრობა. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობოებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს გასულ წლებში და შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები