მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უთხრა უარი იტალიამ აშშ-ს სიცილიის ავიაბაზის გამოყენებაზე?

სიცილიის სამხედრო ბაზა

იტალიის მთავრობამ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილე ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიაში მდებარე სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა. როგორც ირკვევა, რამდენიმე ამერიკული ბომბდამშენი გასულ კვირას ბაზაზე შუალედურ დაფრენას გეგმავდა, თუმცა იტალიის თავდაცვის სამინისტრომ პროცესი დაბლოკა. ოფიციალური რომის განმარტებით, აღნიშნული ფრენები ლოგისტიკური დანიშნულების არ იყო. შესაბამისად, მათზე 1954 წლის ორმხრივი შეთანხმება ავტომატურად ვერ გავრცელდებოდა.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ, კატეგორიულად უარყო ინფორმაცია ბაზების სრული ბლოკირების შესახებ. მისი განცხადებით, სამხედრო ოპერაციებისთვის იტალიური ინფრასტრუქტურის გამოყენება სპეციალურ ნებართვასა და ქვეყნის პარლამენტის თანხმობას საჭიროებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები მკაფიოდ მიჯნავს ტექნიკურ-ლოგისტიკურ ფრენებს საბრძოლო მისიებისგან, რასაც ვაშინგტონშიც კარგად აცნობიერებენ.

პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის ოფისმა დაადასტურა, რომ თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად განიხილება. მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, რომი ამტკიცებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში კრიზისი არ არსებობს და პარტნიორობა კვლავ "სოლიდურ და ლოიალურ თანამშრომლობას" ეფუძნება.

ცნობისთვის, სიგონელას ბაზა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ოპერაციებისთვის სტრატეგიულ პუნქტად მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები