მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც ნერგეეთში მოხდა, ამის დროში და სივრცეში პროგნოზირება შეუძლებელია - მინისტრის მოადგილე

ბაღდათი მეწყერი

ნერგეეთთან მონიტორინგისა და წინასწარი შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაშიც კი, პრევენცია შეუძლებელი იყო - ამის შესახებ მედიასთან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მეწყრული პროცესი იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ პროგნოზირება და პრევენცია შეუძლებელი იყო.

"სისტემები და დანადგარები, რომლებიც ჩვენ გვაქვს შეძენილი, რომლებიც სხვა და სხვა ტიპისაა. არის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებისთვის, არის რადარები, რომლებიც ასევე ამინდის პროგნოზს მოკლე ვადაში გვაძლევს, არის მეწყერის მონიტორინგის სისტემები, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, ვთქვათ, მეწყრის გადაადგილება რამდენად სწრაფია და ხომ არ შეიძლება რაიმე მოვლენის განვითარება.

იმ სტიქიურ მოვლენას, რომელიც ბაღდათში განვითარდა, რომელიც იყო ძალიან მოკლე დროში განვითარებული სტიქიური პროცესი, ასე ვთქვათ, ფერდის ჩამოშლა დაახლოებით 150 000 კუბური მეტრი მიწის მასა 4 ჰექტარზე მაქსიმუმ ერთი წუთის განმავლობაში ჩამოიშალა. ამის პროგნოზირება დროში და სივრცეში შეუძლებელია. ვერც ერთი რადარი და სადგური ამის პროგნოზირებას წინსწრებით ვერ მოახდენს.

რადარი ხელსაწყოა, რომელიც დიდ ტერიტორიას ფარავს და გვაძლევს მაქსიმალურად დაზუსტებულ ინფორმაციას მოსალოდნელი ნალექის, ტემპერატურის მატების, თუ სხვა, ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. რადარი ვერ ახერხებს დეტექციას (განსაზღვრას), თუ სად და რა მეწყრული პროცესი შეიძლება რომ განვითარდეს. მეწყრის მონიტორინგისთვის არსებობს სხვა ტიპის სადგურები, მაგრამ ამ ტერიტორიაზე, რომც განთავსებულიყო რაიმე ტიპის მონიტორინგის სისტემა დროში იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე დროში ამის პროგნოზირება შეუძლებელი იყო", - განაცხადა თანდაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, სოფელ ნერგეეთში განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენში, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები