მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრეს განათლების მინისტრმა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა რექტორთა საბჭოზე?

უნივერსიტეტები
23.01.24 18:31
480

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები განიხილეს და საუნივერსიტეტო სივრცეების კიდევ უფრო განვითარების მიზნით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტებისთვის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების განხორციელების უფლების მინიჭება, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი დასაფინანსებელი სტუდენტების კვოტის ზრდა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება და Horizon-Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების საქმიანობა; ასევე განხილულ იქნა რექტორთა მხრიდან დასმული სხვადასხვა აქტუალური თემა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საბჭო დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა რა გადაწყვეტილებები დაკონკრეტებული არ არის.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, რექტორებთან შეხვედრა პერმანენტულ რეჟიმში საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რაც უზრუნველყოფს რეფორმის ინკლუზიურობასა და უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები