ჩინეთი და ევროკავშირი ელექტრომობილების იმპორტთან დაკავშირებული დავის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, თავიდან აიცილონ სავაჭრო ომის ესკალაცია და იპოვონ ისეთი ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც დააკმაყოფილებს ევროპული ბაზრის სამართლიანი კონკურენციის სტანდარტებს.
ევროკომისიის განცხადებით, მიღწეულია გარკვეული პროგრესი ფასების მინიმალური ზღვრის დაწესებასა და იმპორტის მოცულობების რეგულირებაზე, რაც ჩინურ მხარეს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს მაღალი სატარიფო გადასახადები.
საპირწონედ ამისა, პეკინი თანახმაა გადახედოს სუბსიდირების შიდა პოლიტიკას და თუ ჩინური კომპანიები გამჭვირვალობის პირობებს დაიკმაყოფილებენ, მაშინ მათ შემცირებული ტარიფებით შეეძლებათ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანა.
მიუხედავად იმისა, რომ დეტალების დაზუსტებაზე მუშაობა კვლავ გრძელდება, მხარეები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული დიალოგი საფუძველს ჩაუყრის უფრო სტაბილური სავაჭრო ურთიერთობებს ჩამოყალიბებას და სავაჭრო ომის დასრულებას.




























