მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფერენტულ ფასებზე გადასასვლელად ერთი თვე ბიზნესისთვის საკმარისი პერიოდია - მარგველაშვილი

63c7093b176f3
ალა ისპირიანი
18.01.23 17:10
468
15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა. 15 თებერვლიდან კი ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადაცემა „საქმის კურსში“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა ისაუბრა. მისი მოსაზრებით, ერთი თვე საკმარისი მოსამზადებელი პერიოდია, იმ შემთხვევაში თუ ბიზნესსა და სამინისტროს შორის აქტიური თანამშრომლობა იქნება.

„ბიზნესმა ამაზე მაქსიმალური კონცენტრირება უნდა მოახდინოს და კონკრეტული არგუმენტები მოიტანოს, კონკრეტული არგუმენტი ნიშნავს, რომ თუ რომელიმე კომპანია ფასს არ ეთანხმება, უნდა დაასაბუთოს რატომ და ასევე რამდენად იქნება ადექვატური და სწრაფი რეგირება სამინისტროდან. საერთო მოლოდინი პოზიტიურია, რადგან თანამშრომლობის სივრცე არსებობს და თუ არგუმენტები და კომენტარები იქნება, ის მაქსიმალურად იქნება გათვალიწინებული. ვფიქრობ, ერთი თვე საკმარისად მოსამზადებელი პერიოდია, თუ აქტიური თანამშრომლობის რეჟიმი იქნება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები