მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფინანსირების განაკვეთი ფრთხილი ნაბიჯებით შემცირდება

სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის შერბილებას ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გააგრძელებს- ასეთია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პროგნოზი, რომელიც ნათია თურნავამ დღეს გამართულ კონფერენციაზე გააკეთა, სადაც გლობალური ეკონომიკური ტენდენციებისა და რეგიონზე მის გავლენაზე მსჯელობდნენ. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება საქართველოს ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთი მთავარი რისკია. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ყურადღება იმ რისკებზე გაამახვილეს, რაც საქართველოსთვის რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებას ახლავს თან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები