მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5f92fff48efd6
BM.GE
23.10.20 19:50
782
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 24562-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 9751 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 183-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4408 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3155 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 1848 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +17,340; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,480,646. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,119,251. გარდაცვლილთა რაოდენობა 25,525 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 283 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +7,517; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 330,396, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 137,578. გარდაცვლილთა რაოდენობა 6,164, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 121 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,102; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 355,528, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 310,027. გარდაცვლილთა რაოდენობა 9,584 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 71 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +2,474; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 73,310, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 50,276. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,145 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 14 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +803;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 48,221, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 40,831. გარდაცვლილთა რაოდენობა 656 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 8 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები