მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონში პირველი განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების ლაბორატორია გაიხსნა

639705276ea90
BM.GE
12.12.22 15:15
972
კავკასიის რეგიონში პირველი განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების ლაბორატორია და საგამოფენო სივრცე ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, ენერგეტიკის ფაკულტეტზე გაიხსნა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისი ჰუავეი "თექნოლოჯის კო-სა" და შპს "ფოტომეიტ" ევრაზია-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების მქონე კერძო სექტორსა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

“ლაბორატორია და საგამოფენო სივრცე სტუდენტებს და ასევე ინსტალატორებს საშუალებას მისცემს განახლებადი ენერგიის პრინციპები შეისწავლონ, ასევე უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნონ და კვალიფიკაცია ამ განხრით აიმაღლონ. მათ საშუალება მიეცემათ, რომ დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. “ - ჯაბა შაქარიშვილი, "ფოტომეიტ ევრაზია” დირექტორი.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის ფაკულტეტის ბაზაზე, განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიური ლაბორატორია მოეწყო. ამ ლაბორატორიის მეშვეობით ლექცია-სემინარები ჩატარდება. ასევე სტუდენტებისთვის უცხოელი სპეციალისტები ტრენინგებს მოაწყობენ, რაც საბოლოო ჯამში მიზნად იმ თანამედროვე ცოდნის გადაცემას და იმ უნარების შეძენას ისახავს, რაც მათ წარმატებულ დასაქმებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე უზრუნველყოფს.” - დევი ხვედელიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი.

მხარეების თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე შემდეგი მიმართულებები განვითარდება: განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სისტემების მდგრადი და საიმედო მუშაობის შესახებ ცოდნის გაზიარება; ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და განახლებადი მზის ენერგიის სფეროს გაცნობა; მზის ენერგიის სისტემის საერთაშორისო ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტუდენტებისთვის სემინარების და გაცნობითი ხასიათის შეხვედრების ჩატარება. წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერა საერთაშორისო კომპანიებში კარიერის დასაწყებად, ან გასაგრძელებლად. რეგიონში პირველი განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების ლაბორატორიის და საგამოფენო სივრცის გახსნის ღონისძიება დახურულ ფორმატში გაგრძელდა. ღონისძიება ფოტომეიტის და ჰუავეის ორგანიზატორობით გაიმართა, რომელსაც განახლებადი ენერგიის სფეროდან როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების პირველი ეტაპი განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების გამოსვლებს დაეთმო, ხოლო მეორე ეტაპი პანელურ დისკუსიას მოიცავდა თემაზე: საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები.

"ფოტომეიტი" - ჩეხეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან არის "ჰუავეი"-ს მზის ინვერტორების, ენერგიის შემნახველი სისტემებისა და სხვა აქსესუარების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი დისტრიბუტორი კომპანია ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და ევრაზიის 25-ზე მეტ ქვეყანაში.


R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები