მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციების ამოქმედების ფონზე, წელს, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 15.6%-ით გაიზარდა

სათამაშო ბიზნესი

2024 წლის პირველ ორ კვარტალში აზარტული თამაშების ბიზნესმა 34.5 მლრდ ლარის ბრუნვა დააფიქსირა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებლებს 15.6%-ით აღემატება, როცა მაჩვენებელი 29.1 მლრდ იყო.

2023 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 64.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.4 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.

რეგულაციები

2022 წლიდან შეიცვალა სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშების მოწყობის დაბეგვრის წესი. კერძოდ კი ეს კომპანიები წარსულში იბეგრებოდნენ ჩვეულებრივი მოგების გადასახადით, რაც განაწილებულ მოგების 15%-ს შეადგენდა.

თუმცა, შეცვლილი საგადასახადო წესით, ონლაინ-კაზინოებს უწევთ მოგების გადასახადის სახით გადაიხადონ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%.

2022 წლის მარტიდან მთავრობამ აზარტული თამაშების ინდუსტრიას სატელევიზიო რეკლამა აუკრძალა.

ბოლო წლებში მთავრობამ აზარტული თამაშების ინდუსტრიას ბევრი შეზღუდვა დაუწესა. სახელმწიფომ ასწია მოთამაშეთა მინიმალური ასაკი 18-დან 25 წლამდე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველ პირებს კი თამაშის უფლება სრულად აუკრძალა. ჯამში შეზღუდვა მილიონამდე საქართველოს მოქალაქეზე გავრცელდა.

ასევე შეიქმნა თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, სადაც მოხვედრილ პირებს აზარტული თამაშები ეკრძალებათ. წესი ასეთია - მოქალაქე საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვს მისი მონაცემების დამოკიდებულთა სიაში შეტანას, ასევე ოჯახის წევრებს აქვთ უფლება სასამართლოს წესით მოითხოვონ მისი ამ სიაში შეყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები