მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირება ბაზარს დააზარალებს - რიტეილ ექსპერტი

645a53a5bd729
ინგა მურუსიძე
09.05.23 21:00
734
სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონლის ანუ FMCG სექტორის ზრდის ტემპმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევით, ბაზარი გასულ წელს 37%-ით გაიზარდა და 5.9 მლრდ ლარი შეადგინა, ზრდა განპირობებული იყო მოსახლეობის დანახარჯების მატებით, მაღალი ინფლაციით, ტურიზმის სწრაფი აღდგენით და მიგრანტების დანახარჯებით.

FMCG ბაზრის განვითარების ტენდენციაზე BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ რიტეილ ექსპერტმა, მირანდა მანჯგალაძემ ისაუბრა.

კითხვაზე, - თუ რას უზამს რეგულირება ამ ბაზრის“, - იგი პასუხობს, რომ დააზარალებს.

“რეგულირება ბაზარს დააზარალებს. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც რეგულირდება იწყებს შემდეგი პროდუქტის გაძვირებას,რადგან როცა მომწოდებელს აქვს პორტფოლიო და თუკი შენ აიძულებ ზეთის ფასი ის დააწესოს რასაც ეტყვი, ის გააძვირებს ბრინჯს და შაქარს, რომ დააბალანსოს ზეთზე წაგებული თანხა. ვფიქრობ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მომხმარებელს დააზარალებს. კანონპროექტის დეტალები მუშაობს რეგულირებაზე, თუმცა როგორც ამბობენ, ის არ დაარეგულირებს რითეილსა და მომწოდებელს შორის ფასების საკითხს.

ზრდა განპირობებული იყო მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე, თუმცა თუ ჩავშლით 37%-ს, 18%, ანუ ძირითადი ზრდა არ მოდიოდა მაღაზიების ნავაჭრის ზრდაზე. მაჩვენებელი გაიზარდა თვითონ ახალი მაღაზიების გახსნის ხარჯზე. კვლევაში აღნიშნულია, რომ ჩვენი ქვეყნის არაორგანიზებული, ანუ არაბრენდირებული მაღაზიების წილი დღეს უფრო მაღალია და ეს ზრდა წლიდან წლამდე არ შეინიშნებოდა. ეს ტენდენცია მიანიშნებს, რომ განვითარება კიდევ შესაძლებელია”, - ამბობს მანჯგალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები