მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეპროდუქციული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ახალი ვალდებულება გაუჩნდებათ

ორსული

რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ახალი ვალდებულება გაუჩნდებათ. საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

კანონპროექტის მიხედვითაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა.

"დღეისთვის, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს. სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები