მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

6270e9312095f
მარიამ ვარადაშვილი
03.05.22 12:32
3800
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას "რესპუბლიკური საავადმყოფოს” ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლევან გოფოძეს თანამდებობაზე ლიანა ჭუმბურიძე შეცვლის.

ამის შესახებ BMG-ის “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის” პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, დეტალურ ინფორმაციას საკადრო ცვლილებაზე სახელმწიფო ჰოლდინგი მოგვიანებით გაავრცელებს. 2020 წლიდან "რესპუბლიკური საავადმყოფო" "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები