რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ახალი მინისტრი საუკეთესოდ მიხედავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერი თვლის, რომ მიხეილ სარჯველაძეს ამისთვის შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები აქვს.
„პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ. დღეს უკვე, ახალი მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წაწიოს ეს პროცესი. მათ შორის იგულისხმება, რა თქმა უნდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარების მოწესრიგება, მათ შორის იმის გადალაგება, რაც იყო დაწყებული, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს.
უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები. იდეალურად გაუძღვება ის ამ პროცესს,“- განაცხადა პრემიერმა.