მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეტრო ავტომობილების ბაჟთან მიმართებაში, ზღვარი 40-დან 30 წლამდე დაიწევს - ირაკლი კირცხალია

სს

"რეტრო ავტომობილების ბაჟთან მიმართებაში, ზღვარი 40-დან 30 წლამდე დაიწევს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ოთხშაბათს განვიხილავთ სხვადასხვა კანონპროექტს და იმ პაკეტებს, რომლებიც დაიინიცირდა. ასევე, გავიარეთ და ვიმსჯელეთ სხვადასხვა კანონპროექტის, ინიციატივის ირგვლივ. მათ შორის, პირველი - რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როდესაც გაუქმდა აკრძალვა ექვს წელზე ზემოთ ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და შეიცვალა საკითხით, რომელიც დაარეგულირებს და უბრალოდ გაიზრდება ბაჟის გადასახადი, ასე რომ, არანაირი აკრძალვა აღარ იმოქმედებს. საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვსი წლის ზემოთ ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კი ბაჟის გადასახადი რჩება, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს.

ასევე, შეიცვლება წლები. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ავტომოყვარულების სფეროში. რაც შეეხება რეტრო მანქანებს, აქაც 40-იდან 30 წლამდე დაიწევს ზღვარი საკანონმდებლო კუთხით, მათ ბაჟთან მიმართებაში", - განაცხადა მან.

რა საკითხებზე იმსჯელებს მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი - ირაკლი კირცხალიას განმარტება

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა - გაიზრდება აქციზის ტარიფი

განბაჟება ₾9,000 - რა დაჯდება ყველაზე პოპულარული მოდელების განბაჟება თუკი ისინი 6 წელზე ძველია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები