მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება - გზების დეპარტამენტი

რიკოთი

რიკოთის უღელტეხილზე ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. ამის შესახებ BMG-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა 24 აგვისტოს, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეიზღუდა.

კერძოდ, სოფელ ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. დასრულების შემდეგ კი მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები