მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიონის ხეობაში რკინის ბარიკადების აღებას აქვს წინაპირობა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარეს - გიორგი აბრამიშვილი

60c5946e16c8c
BM.GE
12.06.21 23:00
471
„დღევანდელი შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი თემა, რიონის ხეობაში არსებული ვითარება იყო. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე სიტუაცია დასტაბილურდეს და არ მოხდეს ვითარების ესკალაცია.

ამასთან, შეხვედრაზე განხილული იყო გუმათჰესთან აღმართული რკინის ბარიკადების აღების საკითხი. აღნიშნულ საკითხს გააჩნია წინაპირობა, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მცველების მხრიდან ენკას ბლოკადაზე უარის თქმას და მსგავსი ქმედებების შეწყვეტას. ადგილობრივი მოსახლეობისა და იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი და აღსანიშნავია, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დაეკისრა, როგორც სახელმწიფოს ასევე პროტესტანტებს“- აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

მისი თქმით, შეხვედრაზე დირკ ბუშლემ ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი პროტესტის გამოხატვის წინაპირობა რიონის მცველების მიერ გზების გადაკეტვაზე უარის თქმაა. ასევე მან მოუწოდა პროტესტანტებს სწორად შეაფასონ რისკები, აიღონ თავისი წილი პასუხიმგებლობა უსაფრთხოებაზე და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს ხეობაში რკინის ბარიკადების აღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები