მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რით ამაყობენ, რას აპიარებენ" - პრეზიდენტი მარეგულირებლებს აკრიტიკებს

კომისიები

პრეზიდენტი მარეგულირებლებს აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილმა კომუნიკაციების კომისიის ფეისბუქ-პოსტი გააზიარა, რომელიც საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვას" ეხება. პრეზიდენტის თქმით, "სააგენტო/კომისიები არცერთი აღარ არის დამოუკიდებელი".

"აქ ჩამოწერილი სააგენტო/ კომისიები არცერთი რომ აღარ არის დამოუკიდებელი, არცერთი რომ არ იცავს მოქალაქეების უფლებებს, სამწუხარო და უტყუარი ნიშანია დემოკრატიის უკუსვლის … და რითი ამაყობენ, რას აპიარებენ!!!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა“ იმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები