მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რით საბუთდება წაშლილი ზღვარი სახელმწიფოს და პარტიას შორის? - კობახიძე ჟურნალისტს

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

რით საბუთდება წაშლილი ზღვარი სახელმწიფოს და პარტიას შორის?, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ISFED-ის ანგარიშის შეფასებას შეეხება.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რას უპასუხებდა კობახიძე „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებას, რომ წინასაარჩევნოდ მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა, პარტიასა და სახელმწიფოს შორის მოშლილია ზღვარი, გარემო პოლარიზებულია და მმართველ პარტიას ანტიდასავლური რიტორიკა აქვს.

„აქედან სერიოზული რომელია? PVT გააყალბა ამ ორგანიზაციამ, საერთოდ რაზეა საუბარი. არჩევნები ხომ დაწყებულია, აბა სად არის წაშლილი ზღვარი? რით საბუთდება წაშლილი ზღვარი სახელმწიფოს და პარტიას შორის?“, - უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტს.

პრემიერისა და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მხრიდან დასმულ კითხვას ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ის მთავრობის მეთაურია და პარტიულ ბრიფინგებს მართავს, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ეს ახლა ნორმალური პასუხია? ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასე ხდება. მე მაქვს პოლიტიკური თანამდებობა, მაქვს სახელმწიფო თანამდებობა, არავითარი წაშლილი ზღვარი აქ არ არის. რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, ასეთი არ არსებობს. ჩვენ თავს ვიცავთ უსამართლო თავდასხმებისგან. გამოდიან და გვემუქრებიან სანქციებით. თან რის გამო? მებრძოლები რომ არ გავგზავნეთ [უკრაინაში]... მეტი სალაპარაკო არაფერი აქვთ... აქ უნდა დაიცვათ თავი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები