მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რკინიგზას განახლება, ლოკომიტივების დამატება სჭირდება, რომ დრო არ იკარგებოდეს - Kairos Logistics

ნამადოვი

თუ საქართველოს რკინიგზამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, უახლოეს ხანებში საგრძნობი ნახტომი არ გვექნება - ამის შესახებ გადამზიდავ კომპანია Kairos Logistics-ში აცხადებენ.

საქმე ისაა, რომ რკინიგზაში ტვირთბრუნვის კლების ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, წელს მესამე კვარტალში რკინიგზამ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც წლიურად 1.4%-ით შემცირებული მაჩვენებელი. 9 თვეში კი რკინიგზის ტვირთბრუნვამ 9.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც წლიურად 5.8%-იანი კლებაა.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, საქართველოს რკინიგზაში გამოწვევად რჩება ლოკომოტივების სიმცირე, ბიუროკრატია და სხვა საკითხები.

“სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს დერეფანსა და მარშრუტზე, მეზობელი ქვეყნები არიან სინქრონში. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ჩვენი რკინიგზით გატარებული ტვირთების რაოდენობა, თუმცა, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ბოლო ორი წელში პიკურ მაჩვენებლებზე ვართ გასულები და აქ სწრაფი, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თუ არ მოხდა, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება, ახალი სერვისების მოფიქრება და ისევ აქცენტის გაკეთება გენერალურ ტვირთებზე, საგრძნობი, ნახტომი არ იქნება უახლოეს პერიოდში.

ჩემი პირადი მოსაზრებაა და აქ უკვე რკინიგზის ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს, რა კუთხით შეუძლია ეფექტურობის გაზრდა, ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია და მოფიქრება ახალი სერვისების. მთლიან რეგიონში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ დახურული ორგანიზაციებია რკინიგზები, თუმცა საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნიათ მათ, როგორც მატერიალური, ასევე სხვადასხვა სერვისების შეთავაზების თვალსაზრისით. ჩინეთიდან სარკინიგზო გადაზიდვები საკმაოდ აქტიურად მუშაობს, წლიდან წლამდე იზრდება და აქაც საკმაოდ მაღალი პოტენციალი გვაქვს, რომ ჩვენ ჩვენი დერეფანიც გამოვიყენოთ და, ამავდროულად, ჩვენი ექსპორტ-იმპორტიც დავაკმაყოფილოთ.

ზაფხულის მაგალითს გეტყვით, [საქართველოს რკინიგზაში] საკმაოდ მწვავედ იდგა ლოკომოტივების პრობლემა, ჩიხში შესვლის, სადგურებიდან, ჩიხებიდან სადგურებამდე მიწოდების კუთხით. ძალიან დიდი დროის დანაკარგი გვქონდა ალიათის პორტში, აზერბაიჯანში, როდესაც საქართველოდან მიდიოდა ვაგონები და ორ-სამკვირიანი დანაკარგი გვქონდა დროის თვალსაზრისით.

საქართველოში დღეს ეს პრობლემააა, არც ეს არ არის საიდუმლო. [რკინიგზას] განახლება სჭირდება, ლოკომოტივების დამატება რომ ეს „ოქროს საათები“ არ იკარგებოდეს”, - განაცხადა დავით ნამადოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები