მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობა შემცირდა - ტვირთების 41% ნავთობპროდუქტებზე მოდის

რკინიგზა

2024 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ ტონა ტვირთი, რაც შარშანდელთან შედარებით 1%-იანი კლებაა.

აქედან 10% მოდის ადგილობრივ, ხოლო 30.5% — საერთაშორისო გადაზიდვებზე, 59% კი ტრანზიტზე.

III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37% გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 31%-ს კი აზერბაიჯანი. საანგარიშო პერიოდში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება ასეთი იყო: 14.4% — ნიდერლანდები, 7.7% — თურქეთი, 5% — აშშ, 4% — უკრაინა.

გადატანილი ტვირთების მოცულობის 41% ნავთობპროდუქტებზე მოდის. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (46%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20.5%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13%).

2024 წლის III კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 84% სამ
სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (23%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (15%).

რაც შეეხება მგზავრებს, III კვარტალში რკინიგზამ 8%-ით ნაკლები 676 ათასი მგზავრი გადაიყვანა. ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 659 ათასი მგზავრი, რაც 8%-იანი კლებაა შარშანდელთან შედარებით.

ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 11%-ით 17.3 ათასამდე შემცირდა. აქედან თითქმის 80% სომხეთის მოქალაქეებზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები