მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Robinhood-მა $200 მილიონად კრიპტობირჟა Bitstamp-ის ყიდვა გადაწყვიტა

robinhood

საერთაშორისო საბროკერო პლატფორმამ, Robinhood-მა ციფრული აქტივების მიმართულებით პორტფელის გაფართოების და კრიპტობირჟა Bitstamp-ის 200 მილიონ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

საერთაშორისო კრიპტობირჟების რეიტინგში Bitstamp-ს მე-16 ადგილი უჭირავს და ის განსაკუთრებით მოთხოვნადი ევროკავშირის მასშტაბითაა, რის გამოც თავდაპირველად ის Robinhood-ის რადარზე აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, გარიგება ოფიციალურად მომავალი წლის პირველ ნახევარში შედგება, რადგან მანამდე მარეგულირებელმა დასტური უნდა გასცეს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

კრიპტობირჟის შესყიდვით Robinhood-ს პორტფელის გაფართოება და ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრება სურს, ამის საუკეთესო საშუალება კი, მოგეხსენებათ, უკვე არსებული ბიზნესის შესყიდვაა, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.

თავად Robinhood-ს რაც შეეხება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 20 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საბროკერო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ფასიანი ქაღალდების, აქციების, ობლიგაციებისა და კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის საშუალებას პირდაპირ მობილური აპლიკაციიდან აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები