მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან იგეგმება თსუ-ში სააუდიტორიო მეცადინეობის აღდგენა?

5eb18bc983f45
ნუცა ბაზლიძე
05.05.20 20:20
2190
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის ბრძანების მიხედვით, რომელიც სასწავლო წლის პროცესების განახლებულ ვადებს უკავშირდება, სააუდიტორიო მეცადინეობების პერიოდი 25 მაისი - 27 ივნისის პერიოდით განისაზღვრა. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია tsu.ge-ზე. 

BM.GE დაინტერესდა, რა იგულისხმება 25 მაისიდან წარმოდგენილ სააუდიტორიო მეცადინეობებში და გულისხმობს თუ არა ის ფიზიკურ დასწრებას, იმ ფონზე, როცა ამ ეტაპზე, უნივერსიტეტში ონლაინ სწავლება მიმდინარეობს.

როგორც თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განმარტავენ, სააუდიტორიო მეცადინეობების პერიოდის ამგვარი ფორმულირება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის განსაზღვრას უკავშირდება, თუმცა სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. 25 მაისის თარიღი კი უნივერსიტეტის მხრიდან, ერთგვარი მზადყოფნის გამოხატულებაა. სააუდიტორია მეცადინეობების პერიოდის შემდეგ კი საგამოცდო ეტაპი მოიაზრება.

„სააუდიტორიო ან/და ლაბორატორიული მეცადინეობების აღდგენის შემთხვევაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, ასევე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია“, - აღნიშნავენ თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები