დღეს არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრიდან ამოქმედდება, თუმცა მედიის წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისგან დაინტერესდნენ, აღდგება თუ არა ტრანსპორტი დაანონსებულ დღეს.
გამყრელიძემ ვებინარზე მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მომდევნო კვირაში ეპიდსიტუაციაზე.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა მარტო ვაქცინაციაზე არ არის დამოკიდებული. მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ორი კვირის განმავლობაში ეს ტენდენცია - ახალი შემთხვეევბის შემცირების, გაგრძელდება. მომავალი კვირის განმავლობაში შევხედოთ ეპიდვითარებას და უწყებათშორის საბჭოზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი ბუსტერია, განსაკუთრებით მეტრო. ამიტომ ვფიქრობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ აღდგა, სხვა ალტერნატივა უნდა იქნას მოძიებული, რომელიც დაკავშირებულია და განიხილება ხოლმე სტიმულად ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაზე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ბოლო 2 კვირაში როგორ შემცირდება ინციდენტობა და როგორი იქნება დადებითობის მაჩვენებელი. ამ ეტაპამდე ნელი, პოზიტიური სტაბილიზაციის მაჩვენებელი გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



























