სტიქიის შედეგების საპრევენციო თანხები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მომავალი კვირიდან ჩაირიცხება, - ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ხუციშვილმა უპასუხა დეპუტატ ბეჟან წაქაძის შესაბამის კითხვას.
"ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვნად არის ის თანხები გაზრდილი, რომელიც სტიქიაზე გამოიყოფა. ბუნებრივია, ეს ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ სტიქიურ მოვლენასთან, რომელიც გახშირებულია საქართველოშიც და მსოფლიოშიც. 2.5-ჯერ არის თანხები გაზრდილი, რომელსაც სტიქიის შემდეგ გამოვყოფდით. კონკრეტულ ბოლო სამწუხარო მოვლენებთან დაკავშირებით თანხები უკვე მოძიებულია და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან შესაძლებელი იქნება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში განვახორციელოთ თანხების მიწოდება იმის მიხედვით, თუ რომელ რეგიონში რა მოცულობის ზარალი იქნა მიყენებულია", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.