მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ჩაინიშნება პრეზიდენტის არჩევნები? - ""ოცნებას" კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ჰყავს"

კობახიძე ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ ჩაინიშნება, რისთვისაც კონკრეტული ვადაა განსაზღვრული, - ამის შესახებ მდინარაძემ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნეს ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ, ამის კონკრეტული ვადაა განსაზღვრული. უკვე მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ჰყავს და ამ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე პარტიას არ უმსჯელია: "დღეს ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, არც ერთი სიტყვა, ჯერ ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვერსიები არსებობს უამრავი, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ, ჯერ პოლიტსაბჭოზეც კი არ გვიმსჯელია ამაზე".

გასულ კვირას ბაქოში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტი მომავალი წლის დასაწყისიდან აირჩევა. კობახიძის თქმით, ეს იანვრის დასაწყისში მოხდება.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იკავებს. იგი მეხუთე და ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საყოველთაო არჩევნების გზით აირჩიეს. მომდევნო წელს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები