ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ქალაქის მიმართულებით ამ დრომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნული არ არის. ტურიზმის სექტორი წლებია ამ საკითხზე წუხს. ისინი ამბობენ, რომ ჩამოსული მგზავრები ქალაქს გვერდს უვლიან, რადგან მათთვის პირობითად თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გადაადგილება უფრო მარტივი და იაფია.
როდის ეყოლება ქალაქს ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი? - ეს არის შეკითხვა, რომლითაც BM.GE მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მერია კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვით ცენტრთან ერთად, ელექტროავტობუსების შემოყვანაზე მუშაობს, თუმცა ზუსტ თარიღთან დაკავშირებით თუ როდის მოხდება, ავტობუსების შემოყვანა, ან აქამდე რატომ არ შემოჰყავდათ - მერიაში ინფორმაცია არ აქვთ.
„ჩვენ გრანტის ფარგლებში ვმუშაობთ ამ საკითხზე. გრანტის ფარგლებშივე უნდა შევიძინოთ ორი ელექტროავტობუსი, რომელიც ზუსტად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით დაინიშნება.
ზუსტ ვადას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“ - აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.