მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დამტკიცდება მესტიის განაშენიანების გენგეგმა?- მერის პასუხი

6311f9b6ad02c
ანუკა ჯოხაძე
02.09.22 21:12
746
რეგიონებში, რომელიც ტურისტულად მიმზიდველია, ქაოსური განაშენიანება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. აღნიშნულ გამოწვევაზე განსაკუთრებით მესტიაში საუბრობენ, სადაც განაშენიანების გეგმაზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს თუმცა, ამ დრომდე, აღნიშნულ არეალს, დოკუმენტი, რითაც მესტიის განაშენიანება უნდა მოხდეს არ აქვს.

დოკუმენტის არ არსებობიდან გამომდინარე ადგილობრივი ბიზნესი შენობა ნაგებობებს ყოველგვარი წესების გარეშე აშენებს, რაც მესტიას ქაოსური განაშენიანების საფრთხის წინაშე აყენებს. პრობლემაზე bm.ge-თან სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს და წუხილი გამოთქვეს, რომ თუ ასე გაგრძელდა მესტია ტურისტებს დაკარგავს, რადგან მათ ადგილზე ის ავთენტური გარემო აღარ დახვდებათ, რის გამოც ისინი მესტიას სტუმრობენ.

როდის დამტკიცდება გენგეგმა? - ამ კითხვაზე მესტიის მერის კახა ჟორჟოლიანის პასუხია, რომ გენგეგმის დამტკიცება დოკუმენტის საჯარო განხილვებსა და მოსახლეობის შენიშვნებზეა დამოკიდებული.

“მესტიის გენგეგმის დიდი ნაწილი დამუშავებულია, ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ დაგვრჩა რაღაც ნაწილი, რომელიც დასამუშავებელია და შესათანხმებელია მოსახლეობასთან. ნოემბრის შემდეგ ველოდებით საჯარო განხილვების დაწყებას. პროცესი იმაზეა დამოკიდებული თუ რა შენიშვნები ექნება მოსახლეობას,”- ამბობს მესტიის მერი.

ცნობისთვის, მესტიისა და მულახის სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მულახის გენგეგმა დამტკიცდა, თუმცა მესტიაში პროცესები ამ დრომდე არ დასრულებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები