როდის გაიხსნება სავალუტო ჯიხურები - კობა გვენეტაძის პასუხი
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.20 13:12
• 1204 ნახვა
საქართველოში სავალუტო ჯიხურების საქმიანობა 31 მარტიდან შეიზღუდა და ამ დრომდე დახურულია. კითხვაზე თუ როდის მოხდება მათი საქმიანობის განახლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას არა სებ-ი, არამედ საქართველოს მთავრობა იღებს.
“ეროვნული ბანკი არ იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკის რომელიმე სფეროს და მათ შორის სავალუტო ჯიხურების გახსნის ან დახურვის შესახებ. ეს გადაწყვეტილებები არის მიღებული იმ ჩარჩოში, რომელიც COVID-19-თან გამკლავებას ეხება. ეს გადაწყვეტილება მიიღება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.
ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც ამ სექტორთან, ასევე, ხელისუფლებასთან და როგორც კი სიახლე გვექნება, გავაცნობთ მას მოსახლეობას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.