მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის მიუახლოვდება საშუალო რეალური ხელფასი 2019 წლის დონეს? - „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი

621376b90ff8c
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.22 19:42
712
სამუშაო ძალის ბაზრის სრული აღდგენისათვის მეტი დროა საჭირო - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია ნათქვამი.

მიმოხილვაში მთავარი ეკონომისტი არამხოლოდ სამუშაო ადგილების აღდგენის, არამედ საშუალო რეალური ხელფასის 2019 წლის დონეზე დაბრუნების პროგნოზსაც აკეთებს.

„წინა კვირაში, საქსტატმა 2021 წლის მე-4 კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მოლოდინების შესაბამისად, სამუშაო ძალის ბაზრის სრული აღდგენისათვის, მშპ-სთან შედარებით, მეტი დროა საჭირო. ჩვენი პროგნოზით, სამუშაო ადგილების 2019 წლის მაჩვენებლებთან დაბრუნება მიმდინარე წელს, ან ყველაზე გვიან 2023 წლის დასაწყისში უნდა მოხდეს. ასევე, მართალია ჯერ ხელფასების 2021 წლის მე-4 კვარტალის მაჩვენებლები გამოქვეყნებული არაა, თუმცა სავარაუდოა, რომ საშუალო რეალური ხელფასი 2019 წლის დონეს მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი ნახევარში გადააჭარბებს“, - აღნიშნულია მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები