მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ააშენა ჯერი ჯონსმა “დალას ქოუბოისის” 10 მილიარდიანი იმპერია?

ჯერი ჯონსი და დალას ქოუბოისი

36 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯერი ჯონსმა NFL-ის კლუბი “დალას ქოუბოისი” და მისი სტადიონი $150 მილიონად შეიძინა, დღეს კი გუნდი $10 მილიარდიანი შეფასებით მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია.

80-იან წლებში კლუბს სრულიად განსხვავებული მდგომარეობა ჰქონდა დღევანდელისგან განსხვავებით. 1982-87 წლებში NFL შუა სეზონში რამდენჯერმე შეჩერდა შიდა სამუშაოების გამო, ბევრი მოთამაშე აგდებდა დოპინგ კონტროლს, ლიგის სატელევიზიო შემოსავალი 1986 წელს ტელეკომპანია Fox-ის შექმნამდე ბევრს არაფერს წარმოადგენდა, რის გამოც საშუალოდ თითოეული კლუბი ამ მიმართულებით მხოლოდ $15 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა.

მანამდე 1970-იან წლებში “დალას ქოუბოისს” “ამერიკის გუნდად” მოიხსენიებდნენ, რადგან სუპერ ბოულს ხშირად იგებდნენ. მალევე 1989 წლისთვის კი გუნდი იმდენად ღრმა ფინანსურ კრიზისში იყო, რომ მისი 13%-ის შენახვა აშშ-ს მთავრობამ საკუთარ თავზე ითავა და დავალიანებების გამო კლუბი ყოველთვიურად ზედმეტად $1 მილიონს იხდიდა.

ამის შემდეგ ორგანიზაციის სათავეში ჯერი ჯონსი მოვიდა, რომელსაც გულშემატკივრები თავიდანვე აუჯანყდნენ, რადგან მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან ლეგენდარული ტომ ლენდრი მოხსნა, რომელიც ამ პოზიციას 28 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. აჯანყება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ჯერიმ მათი გული სხვა სასარგებლო საქმეების შესრულებით მოიგო.

მოედანს მიღმა ჯონსმა შეცვალა NFL-ის მიდგომა სპონსორების, მასპინძლობის, ლიცენზიების, სტადიონებისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 1995 წლამდე ლიგა ყველა კლუბის სასპონსორო შეთანხმებას აკონტროლებდა, ჯერიმ კი ეს ყველაფერი კერძო გახადა. მან გამოაცხადა სტადიონის გარიგებები American Express-თან, Nike-თან და Pepsi-თან, რათა დაეცვა NFL-ის შეზღუდვები გუნდურ შეთანხმებებზე.

გასულ წელს “ქოუბოისმა” ამგვარი გარიგებებით $250 მილიონი გამოიმუშავა ისეთი ბრენდებისგან, როგორებიც AT&T, Miller Lite, Bank of America, American Airlines დაFord Motor არიან. სულ კი 32-ვე გუნდი სპონსორებისგან $2,5 მილიარდს გამოიმუშავებს.

2002 წელს, “ქოუბოისმა” უარი თქვა ლიგის საერთო საქონლის სისტემაზე, რადგან მათ ჯერ კიდევ დასაბრუნებელი ჰქონდათ თავიანთი გამოყოფილი პროცენტი NFL-ისთვის, რომელიც შემოსავალს თანაბრად ანაწილებს. თუმცა დროთა განმავლობაში კლუბის მერჩენდაიზინგის ბიზნესიდან შემოსავალი ბევრად სწრაფად იზრდებოდა ვიდრე თავად NFL-ის და გასულ წელს დალასელებმა $200 მილიონიც მიიღებს საკუთარი საქონლის გაყიდვით.

კლუბის საშინაო სტადიონი “AT&T Stadium” 2009 წელს გაიხსნა, რომელსაც დღეში 1500-მდე გულშემატკივარი სტუმრობს და თითოეული $40-იან ტურს ყიდულობს მოედნის გარშემო, რაც წლიურად $10 მილიონს უდრის. აღსანიშნავია, რომ ჯონსი მოედნის განახლებაზე $300 მილიონს ხარჯავს, რათა მომავალი წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მისაღებად მზად იყოს. ამასთანავე 2016 წელს $1,5 მილიარდად აშენდა კლუბის სათაო ოფისი, რომელიც 91 ჰექტარ მიწაზეა განთავსებული და იზიდავს მრავალ სპონსორსა და ბრენდს.

2022 წელს “ქოუბოისი” გახდა პირველი სპორტული ორგანიზაცია საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში მილიარდზე დიდი შემოსავალი მიიღო. ევროპული ფეხბურთისგან განსხვავებით NFL უზრუნველყოფს საკუთარი სახელფასო ჭერით ყველა კლუბი გადიოდეს მოგებაზე და დალასელები ამ მხრივაც ძალიან დიდ უპირატესობას ფლობენ კონკურენტებთან შედარებით.

ჯერი ჯონსმა დროთა განმავლობაში კლუბი ფინანსური ზარალიდან ამოიყვანა და ყველაზე მოგებიან სპორტულ ორგანიზაციად გადააქცია, თუმცა საჭიროა ეს ყველაფერი სპორტულ წარმატებაშიც გადაითარგმნოს, ვინაიდან “ქოუბოისს” სუპერ ბოული 1995 წლის შემდეგ არ მოუგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები