PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ეკონომიკური კლიმატის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილებას გამოკითხული ეკონომისტებიდან თითქმის არც ერთი არ ეწინააღმდეგება.
აღსანიშნია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მაისს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისა და პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით 11%-დან 10.5%-მდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 21 ივნისის სხდომაზე კი განაკვეთი უცვლელი დატოვა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებდა განაკვეთს 11%-ზე
„გამოკითხულთა უმრავლესობა - 90% ამ გადაწყვეტილებას სრულად ეთანხმება (37%), ან ეთანხმება (53%) ამ გადაწყვეტილებას. არცერთი მათგანი სრულად არ ეწინააღმდეგება სებ-ის გადაწყვეტილებას 2023 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის ოდნავ შერბილების შესახებ“, - ნათქვამია გამოკვლევის შედეგებში.