მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს მთავრობა ჰესების მშენებლობის ხელშეწყობას?- მცირე ჰესების ასოციაციის განმარტება

624c58a0bff17
ანუკა ჯოხაძე
07.04.22 09:40
1524
მთავრობა მომავალ კვირაში ბიზნესს ჰესების მშენებლობის ხელშეწყობის ახალ პროექტს წარუდგენს. დეტალებზე მთავრობის წევრებს კონკრეტულად არ უსაუბრიათ, თუმცა, როგორც მცირე ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე აცხადებს, შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან შედგა საუბარი იყო ორ ძირითად მიმართულებაზე, რაც მისი თქმით, სავარაუდოდ, ახალ პაკეტში ასახული იქნება.

მცირე ჰესების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ჰესების ხელშეწყობის ახალ პროექტში შესაძლოა იგულისხმებოდეს როგორც ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ტარიფის დაბრუნება, ასევე ცვლილებები ქონების გადასახადთან მიმართებითაც. გიორგი მარგებაძის თქმით, ჰესების ახალი პროექტების შემთხვევაში ქონების გადასახადის 1 პროცენტი არა ცენტრალურ მუნიციპალიტეტში, არამედ იმ არეალში დარჩება, სადაც ეს ჰესი შენდება.

“აპირებენ, რომ დააბრუნონ გარანტირებული შესყიდვის ტარიფი, რაც ძალიან კარგი იქნება ბიზნესისთვის და დასავლური ინვესტიციებისთვის. გარდა ამისა, მთავრობა აპირებს ცვლილებები შეიტანოს და ქონების გადასახადი, რომელსაც ობიექტები ლეჩხუმში თუ სვანეთში იხდიან, ადრე თუ მიდიოდა ცენტრალურ მუნიციპალიტეტში, ახლა მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ეს თანხა იმ თემში წავა, სადაც პროექტი ხორციელდება. მაგალითად ახლა გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ძალიან მალე ვიწყებთ ჰესის მშენებლობას - ჩვენი ქონების გადასახადი იქნება დაახლოებით 500 000 ლარი, რომელიც აქამდე თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიდიოდა უნდა წავიდეს ვაკიჯვრის თემში,”-აცხადებს მცირე ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები