მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს მთავრობა საქართველოს ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციას?

62349f87571a6
ანუკა ჯოხაძე
19.03.22 00:30
1392
„საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორთან შევჯერდით, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდება ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო, რომლის ფარგლებში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ვიმუშავებთ, რათა მთლიანად ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია მოხდეს", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უნდა განვითარდეს IT - მიმართულებებიც, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებას და დამატებითი შემოსავლების მობილიზებას შეუწყობს ხელს.

"მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მომავალში სწორედ ციფრული ტექნოლოგიების განვითარება იქნება,“ - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის საორგანიზაციო ჯგუფის კოორდინატორი დავით კიზირია, რომელიც ეკონომიკის მინისტრთან შეხევდრას ესწრებოდა ამბობს, რომ დღეს არსებული საჯარო ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზება უნდა მოხდეს.

მისი თქმით, სახელწმიფოს როლი პროცესებში მხოლოდ პოლიტიკის შემუშავების დონეზე უნდა გამოჩნდეს, ხოლო უშუალოდ პროცესების შემსრულებელი კერძო სექტორი უნდა იყოს. ეს მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში ელეტრონული სერვისების განვითარებას, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას შეიწყობს ხელს, რადგან ამ შემთხვევაში დამსაქმებელი სახელმწიფოს ნაცვლად კერძო სექტორი იქნება.

“მაგალითად ავიღოთ სახელწმიფო აუქციონები, რომელიც რაიმე განსაკუთრებული სისტემით არ არის აწყობილი. ის შეიძლება განხოციელდეს დეცენტრალიზებულად, ბლოკჩეინის მეთოდოლოგიით, ამ პროცესში უამრავი მოთამაშე ჩაერთვება და უფრო მეტ მომხმარებელთან მიიტანს ინფორმაციას. უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზებს მომსახურებას და უფრო საინტერესო სერვისებს განავითარებს. ამაში კი სახელწმიფოს ბიუჯეტის ხარჯვა საჭირო არ არის. იგივენაირად სახელმწიფო ტენდერების შემთხვევაში იგივე პრინციპის განხორციელება შესაძლებელია. ბევრ სერვისს, რომელსაც ჰყავს საბოლოო მომხმარებელი უპრობლემოდ შეიძლება ტრანსფორმირდეს. ამ ყველაფერს გააზრებული მიდგომა სჭირდება, ჩვენ ვთავაზობთ, რომ დიალოგი ამ მიმართულებით იყოს. ციფრული ტრანსფორმაციის საბჭოს შექმნის ინიციატივაც სწორედ ამას უკავშირდება", - ამბობს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის საორგანიზაციო ჯგუფის კოორდინატორი დავით კიზირია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები