შალვა პაპუაშვილი ევროკომისარის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე თქვა, რომ ქვეყანა ევროპას სულ უფრო შორდება.
პაპუაშვილს მიაჩნია რომ მარტა კოს ამის თქმის უფლება და საფუძველი არ აქვს.
"ეს არის მეურვეობით დამოკიდებულება ხალხის მიმართ. საქართველოში ჩატარდა არჩევნები და 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, დემოკრატიული მანდატი და როგორ ბედავს ვინმე, დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენთან საუბრობს ქართველი ხალხის ნაცვლად", - განაცხადა მან.
ნებართვა გრანტზე და 6 წლამდე ციხე დარღვევისთვის - „ოცნებამ“ გრანტის კანონში ცვლილებები დაარეგისტრირა




























