მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა LSE-ზე

5e628610f10bc
ლევან თაღიაშვილი
06.03.20 21:17
1035
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიებიდან გასული 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ Georgia Capital-ის ფასიანი ქაღალდების საფასური გაიზარდა 5.19%-ით, დანარჩენების კი გაუფასურდა.


გასული ერთი კვირის განმავლობაში ოთხივე კომპანიის თითქმის ერთი და იგივე რაოდენობის აქციები გასხვისდა. რაც შეეხება გარიგების ღირებულებებს, „საქართველოს ბანკის“ ფასიან ქაღალდებზე 5 მილიონ 947 ათასი ფუნტ-სტერლინგის გარიგებები დაიდო, Georgia Capital-ის 2.1 მილიონის, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 385 ათასი ფუნტის, "თიბისი ბანკის" კი 4.7 მილიონის გარიგებები.


1 წლის ჭრილში მხოლოდ "საქართველოს ბანკი" ინარჩუნებდა პოზიტიურ ტრენდს, თუმცა Galt & Taggart-ის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ოთხივე მათგანის აქციების ღირებულება 1 წლის განმავლობაში შემცირებულია: BGEO - 4.92%-ით, CGEO - 36.21%, GHG - 45.98%, TBCG - 17.9%.


ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად LSE-ზე "საქართველოს ბანკი" რჩება 769 მილიონი ფუნტით, "თიბისი ბანკი" 682 მილიონი ღირს, Georgia Capital - 284 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 145 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები